მეცხრე დღე იყო ნაყოფიერი და საკმაოდ საინტერესო,დავასრულეთ გეგმის შაბლონზე მუშაობა,განვიხილეთ დიფერენციალური სწავლება, მოვაწესრიგეთ პორფოლიო,მოვისმინეთ პრეზენტაციები და მოვახდინეთ უკუკავშირი.
Sunday, April 17, 2016
Saturday, April 16, 2016
მერვე დღის რეფლექსია
ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის განთავსება და რედაქტირება, მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკის ადაფტირება, დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროცედურებზე.
Sunday, April 3, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
მეხუთე დღე საკმაოდ ნაყოფიერი და შრომატევადი იყო.ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე,შევქმენით საქაღალდე რომელიც განვათავსეთ ვირტუალურ დისკზე,
Saturday, April 2, 2016
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
1როგორ ხდებოდა სამყაროს შეცნობა?
თემატური კითხვები;
1.თქვენი აზრით რატომ არის რუკები სხვადასხვაგვარი?
2.შეძლება თუ არა პირველი რუკები ჩაითვალოს პოლიტიკურ რუკებად?
3.იცვლება თუ არა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა და არის თუარა ის ისტორიული კატეგორია?
4.რისთვის სჭირდება ადამიანს იმის ცოდნა თუ როგორ ყალიბდებოდა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა?
შინაარსობრივი კითხვები
1.რა არის ასახული პოლიტიკურ რუკაზე?
2.როდის გაჩნდადედამიწაზე პირველი სახელმწიფოები და რა ფაქტორები ახდენდა
გავლენას?
3.დამისახელეთ დამოკიდებული ტერიტორიები.
1როგორ ხდებოდა სამყაროს შეცნობა?
თემატური კითხვები;
1.თქვენი აზრით რატომ არის რუკები სხვადასხვაგვარი?
2.შეძლება თუ არა პირველი რუკები ჩაითვალოს პოლიტიკურ რუკებად?
3.იცვლება თუ არა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა და არის თუარა ის ისტორიული კატეგორია?
4.რისთვის სჭირდება ადამიანს იმის ცოდნა თუ როგორ ყალიბდებოდა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა?
შინაარსობრივი კითხვები
1.რა არის ასახული პოლიტიკურ რუკაზე?
2.როდის გაჩნდადედამიწაზე პირველი სახელმწიფოები და რა ფაქტორები ახდენდა
გავლენას?
3.დამისახელეთ დამოკიდებული ტერიტორიები.
Sunday, March 13, 2016
მესამე დღის რეფლექსია
მოვიძიეთ პროექტის იდეის შესაბამისი სტანდარტი და ინდიკატორები, რის გათვალისწინებითაც განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები და ამოცანები . ბუკლეტისათვის დავწერეთ რით არის მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლება გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს და შევაფასეთ კომენტარებით.
პროექტის სასწავლო მიზნები და ამოცანები
მოსწავლეები შეძლებენ
- გააანალიზონ სახელმძღვანელოში მოცემული პოლიტიკური რუკის ფორმირების ეტაპები
- გააანალიზონ და გამოიტანონ დასკვნა რა განსხვავებაა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ასახულ რაოდენობრი და თვისობრივ ცვლილებებს შორის, რომელი მათგანი უფრო მეტად ახდენს გავლენას პოლიტიკური რუკის ცვლილებაზე.
- დაადგინონ რომელი დამოკიდებული ტერიტორიები არსებობს და რომელ სახელმწიფოებს ეკუთვნიან ისინი.
- დაახასიათონ რუკის გამოყენებით, რომელიმე ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა
- დააკავშირონ პილიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან.
- მოიებული ინფორმაცია წარუდგინონ აუდიტორიას.
Saturday, March 12, 2016
ბუკლეტის შინაარსი
პროექტებით სწავლება სწავლების მიმართ ახალი მიდგომაა და საშუალებას გვაძლევს სასწავლი მასალა დავუკავშიროთ რეალობას, ცხოვრებას. პროექტებით სწავლება ნაყოფიერია მოსწავლეებისთვის, რადგან მათ უვითარდებათ თანამშრომლობის,პრობლემების გასდაწყვეტის, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები.
მეორე დღის რეფლექსია
მეორე დღე დავიწყეთ ბლოგის შექმნით, შიგ განვათავსეთ პროექტის იდეის შინაარსი და მოვახდინეთ მისი განხილვა.დავიწყეთ მუშაობა ბუკლეტზე, ტრენინგი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო. ვფიქრობ,მეტად დამეხმარება პროექტებით სწავლებაში.
პროექტის იდეა
როგორ იცვლებოდა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა
კაცობრიობის ისტორია არა ერთი ცივილიზაციის აყვავებისა და დაცემის მატიანეა, სწორედ ცივილიზაციათა ისტორიის წიაღში ჩამოყალიბდა თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური რუკა,სახელმწიფოტთა შორისი ომები და მშვიდობიანი თანაარსებობა განაპირობებდა ახალი ქვეყნების წარმოშობასა და მათ დაშლას, საზღვრების შეცვლას, უცნობი მიწების აღმოჩენასა და ათვისებას. .მოსწავლეები გამოყოფენ რუკის ჩამოყალიბების ძირითად ეტაპებს, მსჯელობებ რუკაზე ასახულ რაოდენობრივ და თვისობრივ ცვლილებებზე,აკავშირებენ პოლიტიკური რუკის ფორმირებას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან და პრეზენტაციების სახით წარუდგენენ აუდიტორიას.
Subscribe to:
Posts (Atom)